სავარაუდო მკვლელობა და თვითმკვლელობა ბათუმში - ბოლო აქტივობები სოციალურ ქსელში და ვერსიები

გამოქვეყნდა:

ბათუმში მოკლულ კაწია იაროვაიას "ფეისბუქზე" ბოლო აქტივობა გუშინ საღამოს ჰქონდა, მკვლელობამდე  ცოტა ხნით ადრე.

ფოტოზე, რომელიც მან საჯაროდ გამოაქვეყნა ჩანს მისი მეგობარი მამაკაციც. სურათის ატვირთვიდან რამდენიმე საათში კატია იაროვაია მოკლული პოლიციამ, მისივე ნაქირავებ ბინაში იპოვა, მისი შეყვარებულის ცხედარი კი კობალაძის ქუჩის 8-ში - კორპუსის ეზოში.  

რა მოხდა 542-ე ბინაში დაზუსტებით არავინ იცის. ადგილობრივები ამბობენ რომ ხმაური არ გაუგიათ, თუმცა არის ვერსია რომ ახალგაზრდა მამაკაცმა რომელიც სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქეა, ჯერ შეყვარებული მოკლა შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით მკვლელობის შემდეგ კატია იაროვაიას ნაქირავებ ბინაში გაზის ონკანი ჩართული დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და თავი მოიკლა. 

კატია იაროვაია ბათუმში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. ერთერთ სალონში მანიკურის სპეციალისტად მუშაობდა, თუმცა პანდემიის პერიოდში როცა სალონი დაიკეტა კლიენტებს სახლში იღებდა.

იაროვაიას უახლოეს მეგობარი, ანჟელიკა ყვება რომ კატიასთან ბოლო კომუნიკაცია გუშინ საღამოს ჰქონდა, მან ტელეფონზე დაურეკა, რაღაცის მოყოლა უნდოდა თუმცა ვერ მოუსმინა.

ანჟელიკა ამბობს რომ წარმოშობით ალბანელი თურქეთის მოქალაქე კატია იარვაიამ დაახლოებით ერთი თვის წინ გაიცნო და მასთან სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა.

რას საქმიანობდა კატიას შეყვარებული მან არ იცის თუმცა ამბობს რომ 30 წლამდე მამაკაცი ბათუმში გავლენიან თურქ ბიზნესმენებთან მუშაობდა. 

პოლიციას მოუწევს იმ ვერსიაზეც მუშაობაც ხომ არ ფიგურირებს საქმეში მესამე პირი, რომელმაც ჯერ  ახალგაზრდა ქალის მოკლა წამებით, შემდეგ კი მისი შეყვარებულის და მთავარი მოწმის თვითმკვლელობის ინსცენირება მოასწრო. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი