"გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო... დაბადების დღეს გილოცავ" - გოგი წულაია ციხიდან ცოლს მიმართავს

გამოქვეყნდა:

"სიცოცხლის ბოლომდე არ დავიღლები პატიება რომ გთხოვო. იმედია, მალე შევძლებ ყველაფერი აგიხსნა," - ოპოზიციონერი პოლიტიკოსეი გოგი წულაია ცოლს დაბადების დღეს ციხიდან ულოცავს. მიმართვა მისი Facebook-ის გვერდზე გავრცელდა:

ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით მე და ბავშვები. შენ არ გიყვარს საჯაროდ ასეთი მილოცვა, მაგრამ ამ სიტუაციაში მეტი გზა არა მაქვს. ბოდიშს გიხდი და დაბადების დღეს გილოცავ!

სიცოცხლის ბოლომდე არ დავიღლები პატიება რომ გთხოვო. იმედია, მალე შევძლებ ყველაფერი აგიხსნა. საჯაროდაც ბევრჯერ მითქვამს და პირადადაც..... მე შენს მეტი ძვირფასი ადამიანი არ მყავს. ვამაყობ შენით. ღმერთს მადლობას ვუხდი ჩემი მეუღლე რომ გქვია.....

ოცდასამი წელი ვცხოვრობთ ერთად და შენ იცი ერთხელაც არ გამივლია გულში შენი წყენინება. ვთქვი ერთხელ საჯაროდაც, ინგა არის ჩემთვის და მეტი არავინი-თქო და ასე შევასრულებ სიცოცხლის ბოლომდე. მე ამას დავამტკიცებ ჩემი დიდი სიყვარულით შენს მიმართ.

გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო და მომისმინო. ღმერთს ვთხოვ ჩემთან და შვილებთან ერთად უამრავი ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე წლები მოგვცეს, - წერს წულაია. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას
პროკურატურამ ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი