პროტესტი "ჩაკეტვას" | აქტივისტებმა კომენდანტის საათი ბათუმის ბულვარში სეირნობით დაარღვიეს

გამოქვეყნდა:

აქტივისტებმა და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა კომენდანტის საათი ბათუმში სეირნობით დაარღვიეს. ორი ღამის განმავლობაში ისინი ბათუმის ბულვარში იკრიბებოდნენ და გადადგილდებოდნენ. გუშინ მათ ბანერიც ჰქონდათ, წარწერით - "შეწყდეს პოლიტიკური დევნა". 

მათი თქმით, ტურისტული სეზონი ძალაში ორ კვირაში შევა, თუმცა ხელისუფლება ქმედით ღონისძიებებს ვერ აკეთებს, რომ სეზონი წარმატებული იყოს. მათივე განმარტებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.

აქციის მონაწილეების ბულვარში ყოფნის დროს, ორი ღამის განმავლობაში სამართალდამცავები არც კი გამოჩენილან.

ცნობისთვის, უკვე ზუსტად ნახევარი წელია, ანუ 185 დღეა, რაც "ოცნების" გადაწყვეტილებით, 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა გვეკრძალება. ამას მმართველი გუნდიც და ინფექციონისტების ნაწილიც კორონაპანდემიას უკავშირებს. ამბობენ, რომ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა.

დღეისათვის, კომენდანტის საათი მთელ საქართველოში მოქმედებს და გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდეა აკრძალული. 

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, არავინ იცის - შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დღემდე არაერთი აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ამაოდ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი