კუბო იატაკის ფიცრებისგან | 92 წლის ქალი უკიდურეს გაჭირვებაში

გამოქვეყნდა:

საქართველოში პენსიონერობა და სიბერე საშიშია, განსაკუთრებით, მარტოხელა ადამიანებისთვის. თქვენ ახლა ნახავთ 92 წლის ქალს, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრებას ვეღარ ახერხებს და მას 60 წელს გადაცილებული შვილი უვლის, რომელსაც თვითონ ერთი წელიღა აკლია პენსიონერობამდე. 

და ორივე მათგანი მხოლოდ მოხუცებული დედის პენსიით არსებობს იმიტომ, რომ შვილი სახლიდან გასვლას და მუშაობას უკვე წლებია ვერ ახერხებს - მშობელს მარტო ვერ ტოვებს. სოციალური დახმარება ოჯახს ხელისუფლებამ მოუხსნა. 

ქალს მანამდე კიდევ ორი შვილი ჰყავდა, რომლებიც ტრაგიკულად დაეღუპა. ხოლო როდესაც ქმარი გარდაეცვალა, უსახსრობის გამო სახლის იატაკიდან ამოაძრო ფიცრები და ასე შეკრა კუბო მეუღლის დასაკრძალად. 

ეს ფიცრები დღემდე აკლია მისი სახლის იატაკს და მუდმივად ახსენებს გარდაცვლილ ქმარს და იმ გაუსაძლის გაჭირვებას, რომელშიც ის უკვე წლებია ცხოვრობს. 92 წლის ქალმა იცის, რომ როდესაც ადრე თუ გვიან მისი დაკრძალვის დრო მოვა, შესაძლოა, მისი კუბოც მისივე სახლის იატაკის ფიცრებიდან შეკრან, რადგან ამაზე მეტის საშუალება არც მის შვილს ექნება.

 

ლაშა ნაკაიძის სიუჟეტი: "კუბო იატაკის ფიცრებისგან"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი