საპატრიარქოში, დღეს, 19 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მხოლოდ კოვიდგადატანილი ჟურნალისტები შეუშვეს. ჟურნალისტებს შესვლისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობები შეუმოწმეს.
კითხვაზე, საიდან იცოდა საპატრიარქომ გადატანილი ჰქონდა თუ არა კონკრეტულ ჟურნალისტს ვირუსი, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ საპატრიარქოს კოვიდგადატანილების ბაზაზე წვდომა აქვს.
"ჩვენ ხო საავადმყოფო გვაქვს, რომელიც კოვიდვითარებასთან დაკავშირებით შესაბამისადაა მოწყობილი.
ეს საავადმყოფო, 10 ათასამდე ადამიანს მოემსახურა.... ზოგადად ბაზასთან წვდომა აქვს მას, საერთოდ ხომ ბაზაში რეგისტრირდება აცრაც...", - თქვა მან.
რაც შეეხება კითხვას, ირღვევა თუ არა ბაზაზე ხელმისაწვდომობით ადამიანების პირადი ინფორმაციის დაცულობა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ასე უპასუხა: "მე არ ვიცი, ალბათ ხელმისაწვდომია ეს, არ ვიცი, ისეთ საკითხში შევდივარ, რომელშიც კომპეტენტური არ ვარ".