თბილისში, კოვიდსაწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinovac-ის ყველა ჯავშანი შეივსო. ხელმისაწვდომი ადგილები ამ დროისთვის მხოლოდ რეგიონებშია დარჩენილი.
ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს, 21 მაისს, 12:00 საათზე დაიწყო. Sinovac-ის 100 000 დოზა საქართველოს ჩინეთმა საჩუქრად გადასცა. ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მოპოვებული არ აქვს.