"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2020-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 308 მილიონი ლარით დაფინანსდა. სწორედ ამ სააგენტოს ევალებოდა გერმანიაში, მძიმე პირობებში მომუშავე მოქალაქეების დაცვა.
"სააგენტო 2020 წელს 243,437,025 ლარით, ხოლო 2021 წელს 154,073,000 ლარით დაფინანსდა ბიუჯეტიდან. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 2020 წელს 81,000 ლარი, ხოლო 2021 წელს 72,400 ლარი იხარჯებოდა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, 2020 წელს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით შეიქმნა.
გერმანიაში დასაქმებულები გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ - "მთავარმა" ამ თემაზე რეპორტაჟი რამდენიმე დღის წინ მოამზადა.