35 წლის გოჩა კორსანტია აფხაზეთიდან პენსიისთვის საჭირო დოკუმენტაციის მისაღებად ზუგდიდში გადმოდიოდა, როცა უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი150 მეტრიან ხევში გადაიჩეხა. დაზარალებული ოკუპირებულ სოფელ რეჩხიდან შემოვლითი გზით ზუგდიდში გადმოსვლას ცხენით ცდილობდა. მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ავტორი: ემა გოგოხია.