NCDC-მ ორჯერადად აცრილების ნაწილს კოვიდ სერთფიკატები გადასცა - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრმა "კოვიდ სერთიფიკატი" რამდენიმე ათეულობით ადამიანს უკვე გადასცა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, სერთიფიკატს ის დაწესებულება გასცემს, სადაც კონკრეტული პირები აიცრებიან.

"კოვიდ სერთიფიკატზე" დატანილია შესაბამისი QR კოდი, რომელზეც ნაჩვენებია თუ რომელ რიცხვში არის აცრილი პირი. ამას გარდა, QR კოდზე ნაჩვენებია, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს თუ არა პირს კორონავირუსი და ბოლოს როდის აქვს გაკეთებული PCR ტესტი.

​"ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ორჯერადად აცრილებს, რამდენიმე ათეულს მივეცით ეს სერთიფიკატი. ეს სერთიფიკატი გამოიყურება ასე, რომ არის იმუნიზაციის ბაზიდან, ვინც ორჯერადად აცრილია, შესაბამისმა დაწესებულებამ, სადაც აიცრა, შეუძლიათ ამოიღონ ამ პიროვნების შესახებ ეს სერთიფიკატი, რომელზეც დატანილია QR კოდი და QR კოდით იკითხება, რომ ეს ადამიანი აცრილია ამ რიცხვში და ამ რიცხვში.

ამას კავშირი აქვს ჩვენს ლაბკოვის ბაზასთან და შეიძლება ნახოთ ბოლოს როდის აქვს PCR გაკეთებული ან მესამე კიდევ, ლაბკოვი მოგცემთ მესამე კომპონენტს, ბოლი 6 თვის განმავლობაში იყო თუ არა ინფიცირებული.  ეს სამი კომპონენტი ამ სერთიფიკატზე დღეს ხელმისაწვდომია. უმრავლესობა ჯერჯერობით ორჯერადი ვაქცინაციის სტატუსს ითხოვს და ეს ძირითადად ეძლევათ იმ დაწესებულებების მიერ, სადაც ისინი იცრებიან",- თქვა გამრყელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე საბჭო მუშაობას აგრძელებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი