ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გატეხეს.
ჩამსხვრეულია შუშის კარი. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მაღაზიის მენეჯერთან ერთად მაღაზიას ათვალიერებენ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
ერთ-ერთი ვერსიით, მაღაზიის ვიტრინას ქვა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 17 წლის ბიჭმა ესროლა, რომელსაც გუშინ განვადება არ დაუმტკიცდა.
ავტორი: ემა გოგოხია