"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მელიას თქმით, ამ დოკუმენტში არის ერთი მუხლი, რომელიც პარტიის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ აქვე უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, ქალბატონ კელი დეგნანსა და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს. არის ერთი პუნქტი ამ შეთანხმებაში, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ ყველაფრის გათვალისწინებთ ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე, მითუმეტეს პოსტფაქტუმ ვერ დავსვამთ", - ამბობს ნიკა მელია.
პარტიის ლიდერის თქმითვე, სხვა საკითხებთან დაკავშირებით პარტია გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულად ჩაერთვება.
იხილეთ ასევე: