ახალი შანსი ხელისუფლებას და ახალი შესაძლებლობები "მთავარ არხს". მომდევნო ორშაბათიდან ჩვენი არხი იწყებს ახალ პოლიტიკურ გადაცემას, რომელში მონაწილეობას "ქართული ოცნების" ლიდერები მიიღებენ.
ეს იქნება ინტერვიუს ფორმატის პროდუქტი, რომელშიც ჟურნალისტის კითხვებს სწორედ ხელისუფლების მაღალჩინოსნები უპასუხებენ.
ჩვენ არაერთხელ ვცადეთ კომუნიკაცია მმართველ გუნდთან, თუმცა იცით, რომ არ მოდიან, არამარტო ჩვენთან, არცერთ ოპოზიციურ არხზე. ეს ძალიან მძიმე შეცდომაა, ჩემი აზრით. არა ჩვენი, ჩვენ მზაობა ყოველთვის გვქონდა, არამედ ხელისუფლების. ამ ჯერზე კიდევ ერთხელ ვცადეთ მორიგ ჯერზე და ჩვენდა გასაკვირად, თანხმობა მივიღეთ. ოღონდ იმ დათქმით, რომ ფორმატი იქნება ერთი ერთზე და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ ფორმატს წაიყვანს გიორგი გაბუნია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვეცდებით, რომ ისინი სხვა თოქშოუებში არ მოვიდნენ. აუცილებლად ვეცდებით გვქონდეს ასევე დებატების ფორმატი. გვაქვს ეკა კვესიტაძის და თამარ ბაღაშვილის ფორმატი და აუცილებლად ვეცდებით, რომ იქაც და უნდა იყვნენ კიდევაც ჩემი აზრით ხელისუფლების წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოპოზიციურ ტელევიზიას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ჰყავდეს ხელისუფლების წარმომადგენელი ეთერში" - ამბობს ნიკა გვარამია.
გადაცემა "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში 14 ივნისიდან, ყოველ ორშაბათს გავა.