ამერიკელი სენატორებისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. აუდიენცია შერატონ მეტეხი პალასში თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მისი დასრულების შემდეგ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თქვა, საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რაც ქვეყანაშია, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაზე, საარჩევნო რეფორმაზე პოლიტიკურ დევნაზე. ჯაფარიძის თქმით, პირადად მან სენატორებს უთხრა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა მძიმე ეკონომიკური ვითარებაა

საუბარი შეეხო მისივე თქმით, თავისუფალ ვაჭრობას აშშ-სთან და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. 

ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანთან ოპოზიციის წევრებმა შარლ მიშელის შეთანხმებაზე ისაუბრეს.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ყველა საკითხზე, რომელიც ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვილაპარაკეთ სენატორებთან პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო ერთ ერთი მთავარი თემა და ყველა საქმეზე, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას..., ყველა საქმე, რომელიც დღესაც აქტუალურია" თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ხათუნა სამნიძმე.

ყველაზე მაღალი რანგის ვიზიტი რაც კი წელს საქართველოში ყოფილა - ასე შეაფასა გიოროგი ვაშაძემ სენატორების ვიზიტი. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, სენატორებს დახმარება სთხოვს მართლმსაჯულების რეფორმაში იმისთვის, რომ აღარ იყოს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა, დახმარება სთხოვეს ნატოში ინტეგრაციის საკითხშიც და ვაშაძის თქმით, დახმარება სთხოვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებაში,.  

ვილაპარაკეთ გვარამიას საქმეზე, ხაზარაძე- ჯაფარიძის საქმეზე, უგულავას და ოქრუაშვილის საქმეზე და გვითხრეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამთავრდეს ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური გამოძიებები - ამბობს ვაშაძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი