ამერიკაში 21 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ამერიკაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - 21 წლის გიორგი ტუგუნიძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ტუგუნიძეების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტიდანაა. ახლობლების ინფორმაციით, ისინი ათეულ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობენ.

როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი