ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 15 წლის გოგო გაიტაცეს - შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის სკოლაში მიდიოდა. ამის შესახებ მოზარდის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომლებიც ამ წუთებში თელავის პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, სამართალდამცავები უმოქმედოდ არიან.
გამტაცებელი თელავის მუნიციპალიტეტიდან არის. გამტაცებლის მამა ირწმუნება, რომ მის შვილსა და გოგონას ერთმანეთი უყვარდათ და ამის შესახებ ოჯახებმაც იცოდნენ. თელავის პოლიციაში განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ავტორი: ია გულიაშვილი.