ივანიშვილის გაჩერებული გეგმები - ოლიგარქმა მშენებლობები გააჩერა

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის მშენებლობებით მას შემდეგ დავინტერესდით რაც გავიგეთ, რომ ყველა მსგავსი პროექტი ოლიგარქმა გააჩერა. გავარკვიეთ, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს მხოლოდ ის მშენებლობები გაუჩერებია, რომელიც საქველმოქმედო მიზნით კეთდებოდა. რაც შეეხება მაგალითად აბასთუმანში, მის კერძო საკუთრებას იქ მშენებლობა მიმდინარეობს და მას "მთავარ არხზე" დაგეშილი აგრესიული თანამშრომლებიც იცავენ. 

აბასთუმნის აყვავების დაპირება ოლიგარქმა რამდენიმე წლის წინ გასცა. ადგილობრივებს დაველაპარაკეთ. აღმოჩნდა რომ უნიკალურ კურორტზე ერთადერთი ვინც აყვავდა თავად ბიძინა ივანიშვილი იყო. 

კიდევ ერთი რაიონი რომლის აყვავების პირობაც ივანიშვილმა საგანგებოდ დადო წყალტუბოა, სადაც 22 სანატორიუმის და 9 აბანოს რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო. 

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც ამწეები უძრავად დგას. შენობები რომელიც თავიდან იყო პროექტით გათვალისწინებული აღარ შენდება.

პირველად, გეგმის თანახმად ტერიტორიაზე რამდენიმე კამპუსი უნდა აშენებულიყო, სტუდენტებისთვის ცალკე და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ცალკე. მერე გადაწყვიტეს, რომ ერთ შენობაშიც დაეტეოდნენ. 60 ათასი დაპირებული სტუდენტის მაგივრად კი დიდი ზარზეიმით გახსნილმა უმაღლესმა სასწავლებელმა მხოლოდ 246 სტუდენტი მიიღო. 

მიტოვებულია ყველა მშენებლობა დედაქალაქშიც რომელსაც ივანიშვილის ინიციატივით ჯგუფი "ქართუ" აფინანსებდა.

მათ შორის იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მშენებლობაც, რომელიც ივანიშვილმა იყიდა და მერე ქალაქს აჩუქა.

ხრეშის გორაზე, რომელიც აქ წინასაარჩევნოდ მიიტანეს, ახალ ბალახი ყვავის. თითქმის დასრულებული და გაჩერებულია სომხური თეატრის შენობაც. 

მშენებლობებს ივანიშვილის კომპანიები "ელიტა ბურჯი", "ბურჯი" და "ატუ" ახორციელებდნენ. "მთავარის" ინფორმაციით, კომპანიებიდანაც თანამშრომლების თითქმის მესამედი გაუშვეს, დარჩენილებს ხელფასი კიდევ 30%-ით შეუმცირეს. კომპანიების მართვის ხარჯი ოლიგარქმა 250 მილიონიდან 50 მილიონ ლარამდე შეკვეცა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი