ნინოწმინდის პანისონიდან ზრუნვის სააგენტომ 20 ბავშვი გაიყვანა

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი, მათ შორის 7 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი გამოიყვანეს.  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვები ალტერნატიულ სერვისებში გაანაწილეს. 

"ამ ეტაპზე, პანსიონიდან გასულია 20 არასრულწლოვანი, მათ შორის არის 7 შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი. ბავშვები გადანაწილებულები არიან სახელწიფო ზრუნვის ალტერნატიულ სერვისებში. ესენია მცირე საოჯახო ტიპის სახლი, მინდობითი აღზრდა, ერთი არასრულწლოვანი ამ ეტაპზე ბიოლოგიურ ოჯახშია. სოციალური მუშაკები, ყველა სიტუაციაში ინდივიდუალურად მოქმედებენ, ისევე როგორც ყველა სხვა ეს კონკრეტული შემთხვევაც იყო ამის დამადასტურებელი. სოციალური მუშაკები ადგილზე სწავლობდნენ გარემოებებს და მათი შედარებით პასიურ როლში ყოფნა ემსახურებოდა ბავშვებისთვის კიდევ უფრო მეტი ზიანის თავიდან აცილებას და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვას", - ამბობს, თბილისის საქალაქო ცენტრის ბავშვთა ზრუნვის განყოფილების უფროსი, გვანცა ღონღაძე.

ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოყვანის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სარჩელის საფუძველზე მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მიიჩნევენ რომ ბავშვთა სახლში ბენეფიციარების გაჩერება საფრთხისშემცველია.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას
გაასაჩივრებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი