არქტიკაში 24 000 წლის წინანდელი „ზომბები“ გაცოცხლდნენ და კლონირებაც მოახერხეს

გამოქვეყნდა:

პატარა ზომბისებრი არსებები, რომლებიც არქტიკის მრავალწლიან მზრალობაში (იგივე პერმაფროსტი) 24 000 წლის განმავლობაში გაყინულ მდგომარეობაში იყვნენ, რუსეთში მდებარე ლაბორატორიაში გაცოცხლდნენ და კლონირებაც მოახერხეს.

პერმაფროსტი ეწოდება მიწას, რომელიც ორი ან მეტი წელიწადის განმავლობაში გაყინულია. მას პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლისა და სიკვდილის კადრების გაშეშება შეუძლია. მაგალითისთვის, 2020 წელს, ციმბირში მდებარე პერმაფროსტში აღმოაჩინეს 46 000 წლის წინანდელი ჩიტი, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს გუშინ მოკვდა.

► მსგავსი: დროში გაყინულები: 5 პრეისტორიული არსება, რომელიც გაყინული იპოვეს

ამ გამძლე არსებებს ბდელოიდური როტიფერები ან ბორბლისებრი ცხოველები ეწოდებათ. ეს უკანასკნელი მათი პირის გარშემო არსებული პატარა თმების გამო ჰქვიათ. როტიფერები მრავალუჯრედული მიკროსკოპული ცხოველები არიან, რომლებიც მტკნარწყლიან გარემოში ცხოვრობენ და პლანეტაზე 50 მილიონი წელია არსებობენ.

ამ დროში კი მათ თვითგადარჩენის საოცარი „ტრიუკები“ გამოიმუშავეს.

მკვლევრებმა ადრე დაადგინეს, რომ თანამედროვე როტიფერებს -20 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაში გაყინულ მდგომარეობაში შეუძლიათ ყოფნა, ხოლო 10 წლის შემდეგ ისევ გაცოცხლება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ახლა კი, მეცნიერებმა უძველეს ციმბირში პლეისტოცენის დროს (ეპოქა, რომელიც 2,6 მილიონი წლის წინ დაიწყო და 11 700 წლის წინ დამთავრდა) გაყინული როტიფერები აღადგინეს. როდესაც ისინი გაალღვეს, მათ პართენოგენეზის წყალობით ასექსუალური გამრავლება დაიწყეს და თავიანთი კლონები წარმოქმნეს, რომლებიც მათი გენეტიკური ასლები იყვნენ.

მეტაბოლიზმის ასეთი მეთოდებით შეჩერებას მეცნიერები კრიპტობიოზს უწოდებენ.

ევოლუციამ როტიფერები კრიპტობიოზის უნარით იმიტომ დააჯილდოვა, რომ ისინი ძირითადად ისეთ წყლებში ცხოვრობენ, რომლებიც ხშირად იყინება ან შრება. ისინი თავიანთ მეტაბოლიზმს აჩერებენ და საჭირო შენაერთებს აგროვებენ, მაგალითად ცილა შაპერონს, რომელიც გარემო პირობების გაუმჯობესებისას კრიპტობიოზიდან აღდგენაში ეხმარება. ამ არსებებს ასევე დნმ-ის ზიანის აღმდგენი მექანიზმი გააჩნიათ, რომელიც მათ უჯრედებს სახიფათო მოლეკულებისგან იცავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი