ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. "გამარჯობა საქართველო" - დაწერა მან Facebook პოსტში.
ნაუსედა დღეს 10 ივნისს საოკუპაციო ხაზთან ჩავა. ოფიციალურ შეხვედრებს კი ხვალ 11 ივნისს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასა და პატრიარქს შეხვდება.