საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გაუშვეს. ირაკლი ღარიბაშვილი თავიდან იშორებს ყველას, ვინც გიორგი გახარიასთან კავშირშია. ამას ამტკიცებს გათავისუფლებული მინდია დავითაძეც. ირწმუნება, რომ პოსტს ყოფილ პრემიერთან კავშირის გამო ჩამოაშორეს.
დავითაძის გათავისუფლებას მოჰყვა შეფასებებიც. საქპატენტის თანამშრომლები ისევ ამტკიცებენ, რომ ახლა უკვე ყოფილი თავმჯდომარე სამსახურში უკანონო დავალებებს იღებდა და დაკვეთებს მის თანამშრომლებს აძლევდა. ერთ-ერთია "მთავარი არხიც", რომლის შემთხვევაშიც დავითაძემ ირაკლი კასრაძეს პირდაპირ მოსთხოვა რომ ტელევიზიისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია დროში უნდა გაჭიანურებულიყო.
კონკრეტულად ჩემი დეპარტამენტი არეგისტრირებს სასაქონლო ნიშნებს, და მთხოვა პოლიტიკურ პარტიებთან და მათთან დაახლოებული პირებისთვის და მათთან დაკავშირებული სასაქონლო ნიშნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. როდესაც მივაწოდე, იქ იყო ორი მიმდინარე განაცხადი ეს იყო "მთავარი არხის" ნიშანი და "ნაციონალური მოძრაობის" ნიშანი და მთხოვა ამათთვის პრობლემების შექმნა. ამბობდა, რომ ასეთი დავალება მაქვს ზემოდანო, - ამბობს ირაკლი კასრაძე.
"მთავარი არხის" იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი "იმ პერიოდში, მინდია დავითაძე, კომფორტულად გრძნობდა თავს პოლიტიკური დავალებების შესრულებისას, მაშინაც კი თუ ეს შესრულება ნიშნავდა კანონის დარღვევას, რაც ცალსახად ასე იყო და ამაზე პრობლემა არ ჰქონია".
ჩვენ გვახსოვს, რომ არანაირი რეაგირება ირაკლი კასრაძის ამ განცხადებას არ მოჰყოლია და დღეს თურმე მისთვის მიუღებელია პოლიტიკური დავალებების შესრულება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნა არის, რომ მისთვის მთავარი ის კი არ არის, რომ პოლიტიკური დავალებები არ შეასრულოს, არამედ როგორი პოლიტიკური კონიუქტურაა და რა პოზიცია აქვს მას ამ პოლიტიკურ სისტემაში" - ამბობს საძაგლიშვილი.
იხილეთ ასევე: