ხმაური ისანი-სამგორის სოციალური სააგენტოს სერვისცენტრში - უფროსის მოადგილემ ერთ-ერთი ბენეფიციარის შვილს სცემა.
სოციალურად დაუცველი ოჯახი მოხსნილი დახმარების აღდგენის თხოვნით მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მოზარდის დედა ამტკიცებს, რომ მის შვილს სერვისცენტრის უფროსის მოადგილე, დავით ცაგურიშვილი, ხელით შეეხო. მისივე განმარტებით, სააგენტოში იმის გასარკვევად მივიდნენ, რატომ მოეხსნათ სოციალური დახმარება.
მე დიაბეტით, დედა მყავს თირკმელ ამოკვეთილი... ერთი ბავშვი მუშაობდა დეკემბერში, დაერიცხა დიდი თანხა, მეცამეტე ხელფასი, პრემია, დასუფთავებაში მუშაობს... იანვრის შემდეგ ჩამომაჭრეს, - ამბობს ბენეფიციარი.
დავით ცაგურიშვილი კი, ცემის კადრების არსებობის მიუხედავად, მომხდარს უარყოფს.
თუ მაჩვენებთ კადრებს, კი ბატონო, მაგრამ როგორ მაჩვენებთ, რაც არ იყო, - ამბობს ცაგურიშვილი.
ისანი-სამგორის სოციალური სააგენტოს სერვისცენტრში პოლიცია იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცემის ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია.