მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი აშშ-ში შეხვედრებს იწყებს. ნიკა მელია ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში დღეს გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან. კონსულტაციების გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ.
საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება იქნება, ასევე 2021 წლის შემოდგომაზე რეფერენდუმად ქცეული თვითმმართველობის არჩევნები და ამ პროცესში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ჩართულობა.
შეხვედრების დროს ასევე ისაუბრებენ მთავარი ოპოზიცური პარტიის სამომავლო გეგმებზე. ოპოზიციის ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში დასავლეთის როლზეც.
ნიკა მელიასთან ერთად, აშშ-ი გაემგზავრნენ თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილიც.