გიორგი მარგველაშვილის ყოფილი სიძე 22 დღეა შიმშილობს | მინდია გოგოჭურის საქმე

გამოქვეყნდა:

მე-4 პრეზიდენტის ყოფილი სიძე, რომელიც არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში,  22-ე დღეა ციხეში შიმშილობს. მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ის ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს.

პროტესტის მიზეზი კი ის საქმე გახდა, რომლის მიხედვით მინდია გოგოჭურს იარაღის და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის 4 წელი მიუსაჯეს. მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ნივთმტკიცებები ჩაუდეს.

ამ ვერსიას კი საქმეში არსებული საეჭვო დეტალები ამყარებს. ამოღებული იარაღის ნაწილები გამოძიებამ გზადაგზა დაკარგა, პირდაპირ დალუქული ტომრებიდან. იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარდა ბათუმის ბულვარში, და უსაფრთხოების კამერების წინ, ჩანაწერებიც წაშალეს და ტურისტულ სეზონში ვერც ნეიტრალური მოწმე ვერ იპოვეს. შეკითხვები უამრავია, პასუხები კი 10 თვის თავზეც არ ჩანს.

ქეთა ციცქიშვილის სიუჟეტი - "საქმიდან გამქრალი იარაღი".

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი