გაფლანგული მილიონები | სახელმწიფო ფულს უკვე გაკეთებულის დანგრევასა და თავიდან გაკეთებაში ხარჯავს

გამოქვეყნდა:

ერთხელ გაკეთებული საქმის ხელახლა კეთება იმდენად აპრობირებული მეთოდია, რომ ახლა მის გამოყენებას გაცილებით გლობალური მაშტაბებით აპირებენ. ასე მაგალითად, 500 მილიონი ლარი, რომლის წინასაარჩევნოდ დახარჯვასაც რეგიონებს პრემიერმინისტრი დაპირდა, იხარჯება იმ საქმისთვის - რაც სულ ცოტა ხნის წინ ასევე ბიუჯეტიდან დავაფინანსეთ.

ფული ტრიალებს, ხელისუფლებასთან დაახლოებული მშენებლებისა და საქმოსნების ჯიბეები სქელდება, ხალხს კი მხოლოდ სანახაობა რჩება, ისიც სანახევროდ შესრულებული.

რაში ხარჯავს სახელმწიფო 500 მილიონს? მოვიძიეთ, გავარკვიეთ და აჭარის მაგალითზე მოგიყვებით - ამ თანხიდან მაგალითად აჭარის ხუთივე რაიონზე 20 მილიონი დაიხარჯება.

გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონია გათვალისწინებული. აქ უნდა მოეწყოს სასეირნო ბულვარი. თავისი ქვაფენილით, გაზონებითა და გამწვანებით. კარგად ჟღერს, თუმცა აქ ეს ყველაფერი უკვვე არის. სასეირნო ბილიკიც, ქვაფენილიც, გაზონებიც და გამწვანებაც 2012 წელს გაკეთდა და ამაში ფულიც ერთხელ უკვე დაიხარჯა. ახლა ეს ყველაფერი უნდა აიყაროს, დაინგრეს და თავიდან იგივე გაკეთდეს.

გონიოს სანაპირო კი მოუვლელი, მისახედი და სარეაბილიტაციოა. თუ ტურისტების მოზიდვაზეა საუბარი, ვიფიქრეთ, რომ ამ ადგილის რეაბილიტაცია პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო. უზარმაზარ სანაპიროზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა და მას შემდეგ არაფერი შემატებია, საკანალიზაციო სისიტემაც კი არ მუშაობს. მოუწესრიგებელია სანაპირომდე მისასვლელი გზებიც. ზღვის ნაპირზე კი გაუგებარი დაჟანგული კონსტრუქციები დგას. 

გონიოს სანაპირო ზოლის მოწესრიგება ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტერიტორიის განსახორციელებელ პროექტთა სიაში ვეძებეთ. მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მაშინ როდესაც უკვე გაკეთებული გმირთა ხეივნის თავიდან გაკეთებაში 6 მილიონი იხარჯება, თეთრიც არ არის გათვალისწინებული გონიოს სანაპიროს რეაბილიტაციაზე. 

ეკა გაგუას სიუჟეტი: "როგორ ტრიალებს ფული"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი