შეზღუდვებისა და აკრძალვების დასაწესებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის იანვრამდე გაუგრძელდება

გამოქვეყნდა:

პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ - 2022 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდება - ამის შესახებ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტშია მითითებული. 

პროექტი პარლამენტს 14 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

“არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად აუცილებელია გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის საკანონმდებლო ნორმების მოქმედება და მის საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა არსებობდეს“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა. მთავრობას დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად რიგი შეზღუდვები და აკრძალვები დაეწესებინა. 

საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ბოლო გადაწყვეტილებით- 2021 წლის 1 ივლისამდე,  რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ივლისიდან პანდემიით გამოწვეული ვითარებისთვის დადგენილ დროებით ნორმებს ვადა ეწურება.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი