წერეთელზე, პოლიციის განყოფილების მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა

გამოქვეყნდა:

ხმაურია ამ წუთებში წერეთლის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ პოლიციის განყოფილების მესამე სართულიდან ადამიანი გადმოვარდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცმა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, რა დროსაც ის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, კონტაქტური იყო. 

ცნობილი ხდება, რომ ეს ადამიანი პოლიციაში შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად დაიბარეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი