კორუფციული სქემა და ბიზნესგარიგება, რომელშიც კახა კალაძის გარემოცვის წევრები მონაწილეობენ - თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ კომპანიებს შორის ერის „ეიჯი გრუპი“, რომლის დირექტორიც ალექსანდრე ხუციშვილია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ის სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორიცაა.
ალექსანდრე ხუციშვილი "იბერია ავტოს" დირექტორი იყო, რომლის 10 პროცენტი ეკუთვნის გიორგი ნემსაძეს, ხოლო 90 პროცენტი "იბერის ბიზნეს ჯგუფს", რომელიც კავშირში იყო ყოფილ სპორტის მინისტრთან.
ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. "ელიბოს" ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს აინტერესებს, რა პრინციპით შეირჩნენ კომპანიები.
კითხვა გვაქვს ლეგიტიმური, როგორ აღმოჩნდა, რომ მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ნემსაძე, ან ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები. ოთხი კომპანიიდან ორს საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს, მეტიც, ერთო 2020 წლის თებერვალშია დაფუძნელებელი და მაისში უკვე მეტროში ჩაუშვეს. ეს ხალხი დირექტორიანად არც კი იგუგლება, რომ ნათურა მაინც აქვს შეცვლილი. რომელიც იგუგლება, ამ კომპანიის დირექტორი არის გიორგი ნემსაძის და ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი და "იბერია ავტოს" დირექტორიც, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტროში 2019 წლის ზაფხულში დაიწყო.