ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბობოყვათში, მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. პოლიციამ აქციის 10-მდე მონაწილე დააკავა.
ადგილობრივები მიწების გასხვისებას აპროტესტებენ, რის გამოც გადაკეტეს რკინიგზის მაგისტრალი. სწორედ მაგისტრალის გახსნის მოთხოვნას მოჰყვა დაპირისპირება.
ამ დროისთვის რკინიგზის მაგისტრალი გახსნილია, საპროტესტო აქცია კი გრძელდება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე