ბავშვის წამება - სასამართლომ დაკავებული ცოლ-ქმარი პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

6 წლის ბავშვის წამების ბრალდებით დაკავებულ წყვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლო სხოდმა პროკურატურის შუამდგომლობით დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

დაკავებულ ცოლ-ქმარს გუშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვი 6 თვით  ჩამოართვეს და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.

არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის მამინაცვალი - 1993 წელს დაბადებული ა.ს. და დედა - 1993 წელს დაბადებული მ.დ. თბილისში 18 ივნისს დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის დედა და მამინაცვალი სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. 

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი