2019 წელს იღუმენ იონას მღვდელმსახურება შეუჩერდა - საპატრიარქოს პასუხი მძიმე ბრალდებებზე

გამოქვეყნდა:

იღუმენ იონას წინააღმდეგ, მძიმე ბრალდებებს საპატრიარქო სპეციალური განცხადებით პასუხობს და წერს, რომ 2019 წელს მას მღვდელმსახურება შეუჩერდა, ხოლო ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის - არასრულწლოვნის შევიწრობასთან დაკავშირებით, დადასტურების შემთხვევაში კომისიაზე შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:

2019 წელს მას მღვდელმსახურება ნამდვილად შეუჩერდა. საკითხი ეხებოდა მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელ ზნეობრივ გადაცდომას. ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს შევიწროების საჩივრით მომართა, არ იყო არასრულწლოვანი, თუმცა საჩივარში აღნიშნული ზნეობრივი დანაშაული გახლდათ. ამ ფაქტის გამო, იღუმენ იონას დაედო საეკლესიო სასჯელი და შეუჩერდა მღვდელმსახურება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში მომჩივანს პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა სხვა შემთხვევის შესახებ. ამჯერად იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი. დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი შეფასდება, მძიმე დანაშაულად, თუმცა საპატრიარქოსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არც მანამდე და არც შემდგომში არავის მოუმართავს. თავად იღუმენი იონა კომისიაზე იყო დაბარებული და ყველა ბრალდება უარყო.

ცნობისათვის:

ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა განიხილება კომისიაზე და დადასტურების შემთხვევაში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება - წერს საპატრიარქო

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი