ბელგიაში სკოლა ჩამოინგრა - დაღუპულია 5 მუშა

გამოქვეყნდა:

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სკოლის ჩამონგრევის შედეგად ხუთი მუშა გარდაიცვალა.

შემთხვევა პარასკევს მოხდა. როგორც BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, შენობის ნაწილი, რომელიც ხარაჩოებით იყო გამყარებული, მოულოდნელად ჩამოიშალა, ჩამონგრევის მიზეზი უცნობია.

მეხანძრე-მაშველებმა, უკანასკნელი ორი გარდაცვლილი შენობის ნანგრევებიდან დღეს, 20 ივნისს გამოიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე დაკარგული ყველა მუშა უკვე აღირიცხა.

ორი გარდაცვლილი პორტუგალიიდან იყო, ერთი კი რუმინეთიდან.

შენობის ჩამონგრევის შედეგად კიდევ 9 ადამიანი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, სამი მათგანი კვლავ კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

ბელგიის ადგილობრივი მედიის თანახმად, სკოლა 1 სექტემბერს, ბავშვების სკოლაში მიღების დროს უნდა გახსნილიყო, ამტომ სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი