სკანდალი, რომლის გამოც მეორედ დაბრუნებულ პრემიერს შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს - ირაკლი ღარიბაშვილს ირანელი ბიზნესმენი, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება დაუსწრებლად ასამართლებს, ბიზნესის წართმევასა და რეკეტში ადანაშაულებს.

ფურია ნაიები მთავარ არხს დაუკავშირდა და მოუყვა, რომ მოქმედი პრემიერის სამეგობრო მას ემუქრებოდა, საბოლოოდ კი ინვესტმენტ ბანკს სრულად ჩამოაშორა.

ლაშა ჩხენკელი, აკაკი ჩხენკელი და მინდია ჯანელიძე - ირკვევა, რომ სამივე ღარიბაშვილის დავალებებს ასრულებდნენ, საბოლოოდ კი ირანელ ბიზნესმენს აიძულეს რომ საქართველო დაეტოვებინა. 


ფურიე ნაიების თქმით, წლების წინ მას სწორედ ღარიბაშვილის გარემოცვამ დაათმობინა ბიზნესები, მისი "დამუშავება" კი მოდულის შენობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ფული რომლის გათეთრებასაც ედავებიან, საქართველოში შემოდიოდა ლეგალური წყაროებით, ლეგალური ბიზნესისთვის. არალეგალური და დანაშაულებრივი კი იყო ის, რა მეთოდებითაც მას ღარიბაშვილის სამეგობრო აყაჩაღებდა.

ქართული ოცნება მათი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის რეკეტს უარყოფს და "მთავარ არხს" ბიზნესასოციაციებთან ამისამართებს იმისთვის, რომ გავიგოთ, რეალურად რა მდგომარეობაში ქვეყანაში ბიზნესი.

ოპოზიცია კი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ღარიბაშვილის პირველად იკავებდა პრემიერმინისტრის თანამდებობას და ამბობენ, რომ მაშინ პოსტიდან სწორედ მსგავსი ბრალდებებისა და კორუფციული სკანდალების გამო გაუშვეს. 

რეპორტაჟი:

ღარიბაშვილი უპრეცედენტო სკანდალში | ირანელი ბიზნესმენი პრემიერის გარემოცვას ბიზნესების დათმობის იძულებაში ადანაშაულებს
 

მთავარი შაბათს
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი