"დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია" - ზაზა გახელაძის დედის პირველი კომენტარი სუიციდის მცდელობის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ზაზა გახელაძის დედა სიუციდის მცდელობის შემდეგ, "მთავარ არხთან" პირველ კომენტარს აკეთებს. ნანა ბუნტური ამბობს, რომ ამ ნაბიჯამდე ის ხელისუფლების უმოქმედობამ მიიყვანა. გახელაძეები 23 ივნისიდან მასშტაბურ აქციებს აანონსნებენ.

დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. ყველას შევხვდით, პრეზიდენტს შევხვდით, პრემიერს, ამერიკის ელჩს. მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა და გადის დღეები, თვეები, წელიწადი მოვიდა და... ჩვენი საშველი, შედეგი და ჩვენი მოთხოვნა არავის ეყურება. ჩვენს საქმეს საშველი არ დაადგა და ადამიანი ფსიქოლოგიურად ყველა ერთნაირია. რავიცი მე.. იძულებული ვარ, რაღაცა მოვიმოქმედო... დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო. დღეს თუ არ გამომივიდა, ხვალ და ზეგ არ ვიცი კიდევ თუ მივალ ამ ზომამდე და გათავდება ჩემი ტანჯვა-წამება. მესმის, დამნაშავე რომ იყოს, იტყვი ადამიანი დამნაშავეა და მოიხადოს სასჯელი, შეეგუები ადამიანი და მთელი მსოფლიო ამბობს, უდანაშაულოაო და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს პირველივე დღიდან. წელიწადი გავიდა და განა რა გახდა ჩვენი საქმე ასეთი უსაშველო, - ამბობს ნანა ბუნტური.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი