"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს ოპოზიცია პარლამენტიდან გავიდეს.
ამის შესახებ მან განცხადება პლენარულ სხდომაზე გააკეთა და მმართველი გუნი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დარღვევასა და შეთანხმების დოკუმენტის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
"მინდა გავაჟღერო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა, რომ თუ "ქართული ოცნება" მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მე მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მისი განცხადებით, სურს გზავნილი გაუგზავნოს ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, ასევე, შარლ მიშელს. ხაზარაძე ამბობს, რომ ის რაც ხდება ქვეყნის ღალატია და არ დაუშვებენ, რომ ქვეყანას ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება ჰქონდეს.
"ქართული ოცნება" კი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას არ აპირებს.