კახა ოქრიაშვილი ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოუწოდებს ოპოზიციას, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, მონაწილეობა აღარ მიიღონ პარლამენტის მუშაობაში.
"ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში!“ - აცხადებს ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.
ინიციატივით დრეს მამუკა ხაზარაძე გამოვიდა და თქვა, რომ თუ "ქართული ოცნება"დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, პარლამენტს დატოვებენ.
"ქართული ოცნება" კი დანიშვნების შეჩერებას არ აპირებს. განცხადება ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.