რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას - "საქართველოსთვის".

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5%
  • "ევროპული საქართველო" - 3%
  • "ლეიბორისტული პარტია" - 3%
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3%
  • "ლელო საქართველოსთვის" - 2%
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%
  • "მოქალაქეები" - 2%
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
  • "დროა" - 1%
  • "გირჩი" - 1%
  • "ერთობა, რაობა, იმედი - ერი" - 1%
  • სხვა - 2%
  • უარი პასუხზე - 11%

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი