გარდაბანში ხელოვნურად მოწყობილ ტბაში 2 მოზარდს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურად მოწყობილ ტბაში 2 მოზარდს ეძებენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია მობილიზებული. 

არსებული ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ტბაში დაკარგულები 15-17 წლის მოზარდები არიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტბასთან 3 მოზარდი საბანაოდ ჩავიდა. მათ შორის ერთი მოშორებით გავიდა და უკან დაბრუნებულს დანარჩენები აღარ დახვდნენ. ნაპირზე მოზარდების პირადი ნივთებია ნაპოვნი.

ძიების პროცესში ჩართული არიან მყვინთავები. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი