ეკა ბესელიას საქმეზე 19-ვე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

გამოქვეყნდა:

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე - საქალაქო სასამართლომ 19-ვე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. პროკურატურამ სასამართლოს ამ შუამდგომლობით დღევანდელ პროცესზე მიმართა, რასაც ბრალდებულებიც დათანხმდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულების ნაწილს 1-წლიანი პირობითი სასჯელი და 2000-ლარიანი ჯარიმა, ნაწილს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

რომ არა საპროცესო შეთანხმება, ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

2019 წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. საქმის გამოძიება 2019 წლის 28 იანვარს დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი