"კამერებზე ჩანს როგორ იხდის და ხტებაო...6 ადამიანი ჩანს იქ"- ხელხელაურის დედა

გამოქვეყნდა:

პოლონეთში გარდაცვლილი 24 წლის დიტო ხელხელაურის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს.

გარდაცვლილის დედას კი შვილის თვითმკვლელობის არ სჯერა:

"კამერებზე ჩანს ყველაფერი კარგადო, მე მოვთხოვე, რომ კამერები მაჩვენეთ-მეთქი. ჩანსო როგორ იხდის ტანზე, ალაგებს ყველაფერს იქვეო და მერე როგორ ხტებაო, მაგრამ 6 ადამიანი იყო კიდევ იქ, დაკავებულები არიან. ჩემი შვილი თავისი ნებით, საღი გონებით ამას არ გააკეთებდა არასოდეს, ესეთი მძიმე პერიოდები გადაუტანია, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. მე ხუთშაბათს ვესაუბრე ჩემს შვილს და მსგავსი არაფერი უთქვამს რომ ცუდად იყო",- ამბობს ხელხელაურის დედა.

დიტო ხელხელაურის ცხედარი ვარშავაში, ერთ-ერთ ტბაში იპოვეს. მას პოლონეთში 12 ივნისიდან ეძებდნენ.

ხელხელაური თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის და საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ 4 წლის წინ გაემგზავრა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი