დაპირისპირება პროკურატურასა და შსს-ს შორის - დაკავებულია ოთარ ფარცხალაძის ძმა

გამოქვეყნდა:

ოთარ ფარცხალაძის კიდევ ერთი სკანდალი - "მთავარი არხის" ეთერში გაშვებული რეპორტაჟის შემდეგ, საქალაქო სასამართლომ ორშაბათს ჩანიშნული პროცესი დღესვე გამართა და თორნიკე ფარცხალაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ფარცხალაძის ოდიოზური პერსონა კი უკვე მერამდენედ, ტესტი ხდება ქართული მართლმსაჯულებისთვის. ეს ხმაურიანი დაკავება კი შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას შორის კულუარული დაპირისპირების საფუძველი გახდეს. 

ყოფილი გენერალური პროკურორის ძმა დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული. ფარცხალაძესთან დაახლოებული პირები ხმაურიან დაკავებას ადასტურებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს მის ძმასთან ახლო კონტაქტი არ აქვს.

"მთავარი არხი" ყოფილ პროკურორს კუთვნილ ნომერზე დაუკავშირდა, თუმცა მამაკაცმა, რომელმაც ტელეფონს უპასუხა, უარყო რომ ის ფარცხალაძეა, მან ასევე არ დაადასტურა, თორნიკე ფარცხალაძის დაკავება. "გეშლებათ...არ არის ეს ინფორმაცია სწორი, მცდარი ინფორმაციაა" - ამბობს სატელეფონო საუბარში მამაკაცი. "მთავარი არხის" კითხვაზე საიდან იცის, რომ ინფორმაცია არასწორია, თუ ის ფარცხალაძე არაა, მან ტელეფონი გათიშა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი