მეგი ბაქრაძის ოჯახი და ადვოკატები თითქმის 4 თვეა სამხარაულის დასკვნას ელოდებიან

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან თითქმის 4 თვე გავიდა, უფლებადამცველები და ოჯახის კი ისევ ელოდებიან ექსპერტიზის და გამოძიების პაუსხს. ამ დრომდე უცნობია რა გახდა 27 წლის ექთნის გარდაცვალების მიზეზი. ოჯახის ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა პასუხს საეჭვოდ აგვიანებს, გამოძიება კი ისეთი მსუბუქი მუხლით მიდის, რომ ოჯახი პასუხებს ვერ მიიღებს.

"სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ნამდვილად იგვიანებს, ეს უკვე არ არის ნორმალური რამდენი ხანიც ეს დასკვნა იწელება. მიმდინარეობს გამოძიება იმ მუხლით, რომელიც ყველაზე მცირედ მნიშვნელოვანია, ყველაზე მსუბუქი მუხლია რეალურად, რომელიც არაფერზე არ მოგვცემს პასუხებს. თვითონ უნდა დაეყენებინათ გარკვეულ პირებს საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ, როდესაც წინასწარ აკეთებდნენ გარკვეულ განცხადებებს, შეცდომაში შეჰყავდათ ოჯახი და საზოგადოება", - თქვა ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.

პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი