ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა - შსს-ში "მთავარს" უთხრეს, რომ ბორცვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ის გაუშვეს.

მიზეზი სავარაუდოდ ის გახდა, რომ ბორცვაძე გიორგი გახარიას კადრად მოიაზრებოდა.

ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილედ 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. იქამდე ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი