ღარიბაშვილის მტკიცებით, მარშის უკან სააკაშვილის მეთაურობით რადიკალური ოპოზიცია დგას

გამოქვეყნდა:

​პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

მტავრობის სხდომაზე, ღარიბაშვილმა თქვა, რომ მარშს ორგანიზებას ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით უწევს.

"სამწუხაროდ, დღევანდელია აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართული, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანია დღეს ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ",- თქვა ღარიბასვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი