"ფერდში მკრა...წადი შე თხაო" - "ოცნების" დეპუტატი პარლამენტში ჟურნალისტს დაუპირისპირდა

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი  "ქართული ოცნების" დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

დალაქიშვილის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.

"სხდომათა დარბაზში, როდესაც ჟურნალისტები შევედით, იმ დროს როგორ არ გრცხვენიათთქო ვუთხარი.... ფერდში მკრა, 46 კილო ვარ მე და ჩიგოგიძე არის ცენტნერი ან ტონა არ ვიცი. წადი შე თხაო და ორ საფეხურიან კიბეზე ვიდექი და აკო მინაშვილმა დამიჭირა უკან, მაგრამ კარგად ჩამარტყა",- თქვა ნენე დალაქიშვილმა.

ნენე დალაქიშვილს ვასილ ჩიგოგიძესთან შეხვედრა სურს, თუმცა პოლიცია მას ამის საშუალებას არ აძლევს.

ჩიგოგიძემ ბრალდებები უარყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი