გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! - პროტესტის ნიშნად, ოთხი ტელეკომპანია, "მთავარი არხი", "ფორმულა", "კავკასია" და "ტვ პირველი" მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.
მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.
ცნობისთვის, მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროტესტი 5 ივლისს, მოძალადეების მიერ ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა. 11 ივლისს, დილით, ის დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლექსოს 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მას ოპერაციაც დასჭირდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა თანამდებობა არ დატოვა, ამას მედიის წარმომადგენლების კიდევ ერთი აქცია მოჰყვა.