კოვიდპანდემიისგან შეცვლილი სამყარო - ეროვნულ მუზეუმში ვირტუალური ფესტივალი გაიხსნა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსს კულტურის სამყარო სულ უფრო მეტად გადაჰყავს ვირტუალურ სივრცეში. დღეს მუზეუმის საერთაშორისო დღეა და პირველად მთელი მსოფლიო ამ დღეს ძირითადად ციფრულ ფორმატში აღნიშნავს. პროექტები, ინსტალაციები, გამოფენები და მუზეუმებიც კი ონლაინ რეჟიმში გადადიან. კურატორები მთელ მსოფლიოში აღიარებენ, რომ ეპიდემიამ ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა.

ხის ორი ცხენის სამმეტრიანი სკულპტურები ხელოვანის ვლადიმერ იმერლიშვილის ახალი პროექტია, რომელიც ზუსტად ამ საგანგებო მდგომარეობაში შეიქმნა. თუმცა მისი განხორციელების იდეა უფრო ადრე გაჩნდა. წესით ინსტალაცია "დიდი რყევა" დამთვალიერებელს თბილისის ისტორიის მუზეუმში პირისპირ პირველად დღეს უნდა ენახა. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, თუმცა ამ გამოწვევას მხატვარი, კურატორები და მთლიანად საქართველოს ეროვნული მუზეუმი ალტერნატიული გეგმითა და პროექტებით დახვდნენ. ვლადიმერ იმერლიშვილის "დიდი რყევის" ციფრულ სამყაროში ხვალ გამოიფინება. 

სანამ გადაწყდება ბედი დაიდგმება თუ არა ინსტალაცია ქალაქში, ვლადიმერ იმერლიშვილის პროექტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალური ფესტივალის ფარგლებში აჩვენებენ. ერთ კვირიანი გეგმა, რომელიც ციფრულ სამყაროში განსხვავებულ და მრავალფეროვან ღონისძიებებს  ითვალისწინებს დღეს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს გაიხსნა. მათ შორის იგეგმება მე-19 საუკუნის „ერივანსკის მოედნის“ - ანუ დღევანდელი თავისუფლების მოედნის 360 გრადუსიანი ციფრული რეკონსტრუქციის პრეზენტაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი