პრასი, თონის პური, ღვინო და წვნიანი რიჟვაძეს - პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან

გამოქვეყნდა:

თონის პური, პრასი, ღვინო და წვნიანი - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ პერფორმანსი მოაწყვეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ აჭარის მთავრობის  გასვლითი სხდომის შემდეგ გამართული ვახშამი გააპროტესტეს. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, იმ დღეებში როდესაც ქართული საზოგადოება გარდაცვლილ ოპერატორს გლოვობს აჭარის მთავრობა ხალხის ბიუჯეტით ქეიფობს.

ცნობისთვის, გუშინ აჭარის მთავრობამ გასვლითი სხდომა მოაწყო ხელვაჩაურის რაიონში, თუმცა აჭარის ტელევიზიისა  და "მაესტროს" გარდა აჭარის მთავრობის სხდომის შესახებ არც ერთ მედია საშუალებას არ აცნობეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი