თბილისში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა | ბავშვი რეანიმაციაშია

გამოქვეყნდა:

თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. 

როგორც მან "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრა, 30 წლამდე ქალს საკეისრო კვეთა ნაადრევად, 36-ე კვირას უტარდებოდა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო ის გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 17 ივლისს მოხდა.

რატიანის თქმითვე, ახალშობილი გადარჩა, აპარატიდან მოხსნილია და ამ დროისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი