განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ სამმხრივი ურთიერთობები - მოლდოვას პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩამოსვლამდე მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ უნდა გაძლიერდეს მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები. 

"მოუთმენლად ველი დღევანდელ დღეს ბათუმში, სადაც შევხვდები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. 2021 წლის ბათუმის კონფერენციის ფარგლებში. განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, ერთად უფრო ძლიერები ვართ",- წერს მაია სანდუ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

საღამოს ლიდერთა შეხვედრაა დაგეგმილი - ღონისძიებას პრეზიდენტის მოწვევით, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი