"ქართუ ფონდის" ღონისძიებაზე ჩასული კულტურის მინისტრი "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს და "ახტაჯანას" უწოდებს. მან თეატრის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას "ხუმრობით" და ცინიკურად ჟურნალისტისთვის ტაშის დაკვრისკენაც მოუწოდა.
წულუკიანმა მიკროფონის ხელში დაჭერისთანავე მადლობა ბიძინა ივანიშვილის გადაუხადა, მოგვიანებით კი სურდა იგივე შინაარსის განცხადება ემა გოგოხიასაც გაეკეთებინა.
წულუკიანმა ემა გოგოხიას ძალის გამოყენებით მიკროფონიც წაართვა და ამბობს, რომ დაბრუნებას არ აპირებს. გადამღები ჯგუფი თეატრის დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.
"მოგესალმებით, მე მინდა ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვის, ვარ ეთერში "ფორმულას" ტელევიზიიდან და ქალბატონი ემა აღარაა ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი",- თქვა მან.
ამის შემდეგ ემა გოგოხიამ წულუკიანს ჰკითხა, დეპუტატ შალვა პაპუაშვილის მიერ თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანა იყო თუ არა ძალადობა.
"ემა ეხლა რომ დაგსჯიან ხომ იცი, ესე იგი, ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკოფონი, ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა გოგოხია აღარ არის "ფორმულას" ჟურნალისტი. ემა მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... ქართუ ფონდმა დააფინანსა...
დაუკარით ტაში ემას, ემას ტაში დაუკარით, ემას. ნახვამდის", - თქვა თეა წულუკიანმა.
ამის შემდეგ გადამღებ ჯგუფს დაცვამ მოუწოდა დარბაზიდან გასულიყვნენ, ემა გოგოხიამ მიკროფონის დაბრუნება ითხოვა, რაზეც წულუკიანმა უარით უპასხა.
"წადი კაცო წადი, უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას" - მიაძახა წულუკიანმა ჟურნალისტს.
ამავე თემაზე: